გვ.ები

Sunday, March 18, 2012

ფოტოპოსტი ♡

რუპ, რუპ, რუპ შენც გაგიჯდი?

ნეტა ეხლაც იყვნენ რადიოში 

სილამაზე მაინც რომ ცუდ ქვეყნებში სახლობს

თქვენც ესე ხართ? მე არა

რას უზიხართ კომპიუტერს? გაყევი ოცნებას

საღებავებით ქმნიდნენ გენიოსები...

სიზმარეთში აი თურმე რა ხდება

სილამაზე და იდეალიზმი ერთ სიტყვაში: ბალეტი

 მსოფიო როდესმე იქნება ესეთი ფერადი???

რას მომაშტერდი?

მორგან შენც შეგეყარა სენი? რისი და სიგიჟის 

You forgot me: the weird queen 

უწიგნებოდ ცხოვრება, ცხოვრება არ არის









Sunday, May 29, 2011

What on Earth happened?

             ამ პოსტს კონკურსზე გასაგზავნათ ვწერ, გამომივა არ გამომივა, რა მნიშნველობა აქვს? მთავარია პიარი იქნება და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ვიცი რომ პოსტს კრიტიკა მოყვება, კრიტიკა ჩვენი "ფეშენ-პრო"-ებისგან, ჩვენი თბილისის მოდის შემქმნელებისგან.
მოდაზე და ზოგადად ტანსაცმელზე დიდი ხანია რაც შეყვარებული ვარ, მაგრამ სიყვარული და ცოდნა ორი განსხვავებული მცნებაა. მე ალბათ უფრო სიყვარულს მივეკუთნები ვიდრე ცოდნას. მაგრამ ეს პოსტი მარტო ტანსაცმელს არ ეკუთვნის. რატომ? იმიტომ რომ angel.ge  ტყუილად კი არ გამოიგონეს. ეს პოსტი თბილისურ მოდას ეხება: მუსიკას, ტანსაცმელს, მეტყველებას, განათლებას, სილამაზეს...
             ქუჩაში გავივლი ხოლმე და ყველაფერი მაღიზიანებს გოგოების "როჟებით" დაწყებული ბიჭების ჩახდილი შარვლებით  და გინებით დამთავრებული. ხანდახან მგონია, რომ ეს ადამიანი სადღაც მინახავს, მაგრამ ვხვდები რომ ეს მხოლოდ მასის ბრალია რომელსაც ინდივიდუალობა არ აქვს.

კითხვა: სწორად ვიქცევი? (პასუხს პოსტში იპოვით)




აღწერილობა: გრძელი გაშლილი თმა, მაისური რომელსაც ვიღაც დაღვაჯული ადამიანი ახატია ან ზოლებიანია, ტყავის ქურთუკი, ჩაჩაჩული  დახეული ჯინსები, რა თქმა უნდა ბენ სიმონები (ან რამე მსგავსი), ყურში გარჭობილი ipod-ი ან დამალული mp3 რომელსაც თავი ipod-ათ მოაქვს. ჯიბეში iphone-ი რომელიც თუ გატეხა დაერხევა. უი სულ დამავიწყდა Paul Smith-ის ჩანტა, Luca Polare-ს ნაყინი და imaginary Starbucks-ი. ამ უკანასკნელზე ხო ყველა აბოდებს მაგრამ ნეტა რამდენს აქვს გასინჯული? ray-ban-ები, მერე რა რომ მზე ღრუბლებშია დამალული? შარფი, შავი ნეკროფილული ლაქი და ე.წ. "rubber BandZ".
ქცევა: ხმამაღლი სიცილი და ლაპარაკი (დაე ყველამ გაიგოს ჩემმა ყოფილმა დაქალმა როგორ წაართვა ჩემ ყოფილ დაქალს ლოვე),
მუსიკა: Justin Bieber ან სხვა რამე ნაგავი





აღწერილობა: მოკლე თმა, პერანგი ან მაისური, ადვილად შესამჩნევი ყელამდე აწეული, კუბოკრული (კლეჩატი) ტრუსი, ჩახდილი ჯინსი, სიგარეტი ხელში, შარფი, ბენ სიმონები ან სხვა კედი.
ქცევა: გინება, ძველ ბიჭობა, ჭორაობა
მუსიკა: რეპი





                ბევრი მსმენია, რომ ასეთ ქცევას ბევრი აკრიტიკებს.  კომპიუტერთან ლანძღავენ ტიპიურ თბილისელებს, თავის გარდერობში კი მსგავსი ტანსაცმლის გარდა არაფერი უკიდიათ.   (ალბათ სხვანაირი ტანსაცმელი ვერ იშოვეს). წარმოიშვება კითხვა: თუ ტ**** არ გაქ იმის რომ განსხვავებული იყო, სხვას რატომ აკრიტიკებ? რომ იძახი ცუდიაო, ესაო ისაო. რამეს აკეთებ ამის გამოსასწორებლად? არა.
            კომპიუტერთნ ყველა ძლიერები და "მაგრად გაზმანულები და განსხვავებულები ვართ" მაგრამ რეალობაში ჩვენც ისეთივე მასა ვართ როგორც სხვები.
 საიტ angel.geს მასის კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. მაშინ ერთმანეთს რატომ ეჩხუბებით? ეჩხუბეთ უსულო საგანს, რომელზეც თქვენთვითონ- პრეტენზიული აუდიტორია დებთ სიახლეებს მოდის ტენდენციების შესახებ და როდესაც მეორე დღეს თქვენ ნაირად ჩაცმული  მთელი თბილისია, გიკვირთ რატომ ხდება ასეო.


ეხლავე აგისნით 
საიტს დღეში დაახლოებით 20,000 სტუმარი ყავს, არ მოგესმათ 20,000 და ამ რიცხვიდან ნახევარზე მეტს მოდა აინტერესებს. არ არის გასაკვირი, რომ თქვენს მიერ დადებული ნიუსი წაიკითხონ და "მოდური" ნივთი იყიდონ, (მათ ხომ უნდათ რომ მოდურები იყვნენ). ცდილობენ ისევ თქვენ რჩევებს მიენდონ, რჩევებს რომლებიც რომელიმე უცხორი სატიდან არის გადათარგმნილი.
ზოგადად მასის კულტურა... 
 შედგება ადამიანის ჯგუფისგან რომელმაც ან დაკარგა ინდივიდუალურობა ან ცხვენია თავისი თავის გამოხატვის, რადგან თვლის რომ მას  საზოგადოება არ მიიღებს (ქუჩაში გავლისას დააშტერდებიან, დასცინებენ. მეგობრები გააკრიტიკებენ, ეთიკის ფორმებში არ ჩაჯდება და შეიძლება მისმა განსხვავებულობამ გამოიწვიოს დისკრიმინაცია)
მასა  ყველა ქვეყანაში არსებობს, ეს ბუნებრივია. მართალია რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ ამ საკითხში არ ვართ მარტონი. შედარებით უფრო განვითარებულ ქალაქებში (პარიზი, მილანი) უფრო დახვეწილი და ლამაზი ტანისამოსი აერთიანებს ხალხს, მაგრამ დაფიქრდით როდის დაიწყო საქართველოში მოდის წინსვლა? რამოდენიმე წლის წინ. ყველაფერს ერთად ხომ ვერ მივიღებთ, და ის პროგრესი რაც დღეს არის  უკვე დიდია. ჩვენ მადლობის მაგივრად კი ვწუწუნებთ, ვწუწუნებთ,ვწუწუნებთ.



ტანსაცმელი მხოლოდ მაგალითია, იგივე ხდება მუსიკაზე, ქცევის მანერაზე და ა.შ. მაგრამ ალბათ მიხვდით რატომ დავწერე ტანსაცმელზე
1. აქტირური განხილვის თემაა
2. მეც მაწუხებს


და თუ მაინც გინდათ, რომ ყველა განსხვავებული იყოს მაშინ აი მარტივი გამოსავალი (რომელიც შეუძლებელს გავს)
1. შეწყიტეთ მოდურ ტენდენციებზე წერა, რომ არავინ გაიგოს რა არის მოდაში, ეს გამოიწვევს ქართული მოდის წინსვლის შეჩერებას, გაჩერდება მოდა და დავრჩებით ზოლებიანი მაისურებით და ტყავის  ქურთუკებით.
მაგრამ ამ საქციელით ეს "პრობლემა" ნაწილობრივ გადაიჭრება.  მასა მაინც მოძებნის რაღაცას საერთოს.

კითხვა2:დაფიქრდით რა ჯობია გაჩერდეს მოდა თუ თქვენ თავს მოუძებნოთ განსხვავებული სტილი?
პასუხი1: ეხლა მივხვდი რომ არა 
---------------------------------------------------------------------------


P.შ. ეს სტატია არ ცნობს დამნაშავედ angel.geს არამედ აღიარებს მას როგორც მოდის მშველელს სხვა დანარჩენ დიზაინერებთან, მოდურ საიტებთან თუ ჟურნალებთან ერთად. 

P.S.S. ეს პოსტი ნაწილობრივ ვრცელდება ჩემზეც.ნაწილობრივ


n'ai pas beacoup de joujoux:)

Friday, January 28, 2011

Ben Simon-ები თბილისური ახირება თუ მსოფლიო შედევრი?

იქნებ მართლაც რომ მსოფლიო შედევრია, და მხოლოდ მატერიალურად შეძლებულებს აცვიათ. NO NAME-ში ხომ 300 ლარი ღირს? ეს უხარისხო, საღებავ გადასული, თხელძირიანი ნაგავი? ესეიგი მასში არის რაღაც რასაც ჩვენ უგემოვნო ადამიანები ვერ ვხედავთ, რაღაც რასაც მხოლოდ "თბილისური ელიტა" თუ განჭვრეტს. განსაკუთრებით ზამთარში როგორი თბილია?! არა? მაშინ ნახევარი თბილისი რატომ დადის ბენ სიმონებში ზამთრის გაყინულ დღეებში? ააა, მივხვდი სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს! თან როგორი სილამაზე, ბენ სიმონური! თბილისელები ხომ გენიოსები ვართ, მსოფლიოში შეუმჩნეველი (შეიძლება ასე?) შედევრი შევნიშნეთ რომელიც უცხოეთში მხოლოდ 30 ევრომდე თუ ღირს.
ვერ ვხვდები რატომ არის ბენ სიმონ-ებში სიარული კარგი ტონი. რატომ უნდა გადაყარო 300 ლარი! აქ თუ Bენ სიმონები iphone-იანებს აცვიათ, იქ საქართველოს გარეთ: ფერმერებს, გამყიდვლებს, დამლაგებლებს. ჩვენი მოდაც ალბათ ჯერ ფერმერების დონეზეა. წარმოიდგინეთ უცხოელებსაც ჩვენ ნაირად რომ გაუნათდეთ გონება: BEN SIMON! ფერმერები ხომ "ფეშენ აიკონები" გახდებიან??? ვინმე ბენ სიმონიანი შეიცხადებს: "აუ გოგო, Fერმერს მადარებ? აუუ" უკაცრავად, ვის შეგადაროთ სანდრა ბულოკს თუ ანჯელინა ჯოლის? ვერც მოდის კვირეულმა გვიშველა და ვერც VOGUE-მა, რა ვქნათ. მაინც თავდავიწყებით გვიყვარს "ბენები", მათ გახდას არ ვაპირებთ! არასდროს! გაიცვითოს! მაინც ! არ ! გავიხდით! უკაცრავად რომ გაწყეტინებთ მაგრამ რომ იყიდეთ მაშინაც არ იყო გაცვეთილი? ::)



Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Wednesday, August 4, 2010

ეს პოსტი იქნება ფოტოების პოსტი




როგორც დაგპირდით ფოტო პოსტი (კომენტარებით) 


პოსტი იხსნება მკვლელი პინგვინით :))) რომელსაც თქვენი მოკვლა 412 გზიდან ერთ-ერთით შეუძლია



ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ- შორს რუსეთი!



 ვარ თუ არა ნორმალური? - ვინ არი რო?



როცა სილამაზე გეკითხება: მე ამად ვღირვარ?



ზოგს ეს სხვანაირად ესმის...


ვიღაცას შეუძლია ადამიანი მოკლას



ბავშვები უყურებენ დიდებს:)




ზოგის ოცნება ეიფელია ზოგის კი სიხარული




არ არის ესე?



ფრენა რომ შემეძლოს ღმერთს სხვა რამეს ვთხოვდი:)



მგონი უცხოეთში წასვლა არ გვჭირდება, აღფრთოვანებისთვის!



დღეისთვის ხელები მაქვს დასასვენებელი:)))
P.S.თუ მოგეწონათ გავაგრძელებ :)))) თუ არადა ამას ნამდვილად არ წავშლი:)))












Alors On danse

Alors On danse- მოდი ვიცეკვოთ



ამ სიცხეში რა დროს ცეკვაა? უცეკვოდაც ოფლი წყალივით მოგდის, მაგრამ არა იქიდან არა სადაც რექსონას ბოლო მოდელი გისვია:))) მგონი ნერწყვის მაგივრადაც ოფლი გაქ:))) მაგრამ თუ Gმერთმა კონდიციონერიანი ოჯახი გაჩუქა. იფიქრე ბედნიერი ხარ!
  

ცეკვა- ფეხის თითებით როკვა (ასეა ახსნილი სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში) 


ცეკვა წლის ყველა დროს არის აქტურალური, განსაკუთრებით კი ზაფხულში! (იმედია რეკლამირებად არ ჩამომართმევთ) ცეკვა და ზაფხული ეს ორი განუყრელი მეგობარია, როგორც თიკო სადუნიშვილი იტყოდა სად გაერთობი ისე როგორც "სკაი ლაუნჯში" :))) ნეტა იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა?
მოხუცებულების გარდა ალბათ ყველა ადამიანს ცეკვა ფეხით როკვა არ მიაჩნია! არც მე არ შემიძლია ამ სიტყვის ახსნა. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ცეკვა მხოლოდ ფეხის მოძრაობით გამოიხატება! არა, მართლაც რომ ძნელი დასაჯერებელია! თქვენთვის რა არის ცეკვა? შეიძლება არც კი გიყვართ, მაგრამ ამ სიტყვას რომ იგებთ გონებაში რას წარმოიდგენთ?   ოპტიმისტი ვარ მაგრამ ვინ მიპასუხებს? :D "დზაან მოსა- fuck-ბეზრებელი ვარ?"
- I don't care!!!! (oh blimey-oReily)



Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Wednesday, July 21, 2010

საქართველო და მისი ხევსურეთი

რა ლამაზია საქართველო!: ყველანაირი კურორტი, დასასვენებელი საშუალება, მოკლედ რაც გინდა სულო და გულო. ერთერთი ამ ღ ირშესანიშნაობებიდან არის ხევსურეთი ადგილი რომელიც იმსახურებს ტაშს! (გთხოვთ დაუკრათ ტაში, სადაც არ უნდა იყოთ, რატომაც არ უნდა იყოთ)  ეს ადგილი ენით აუწერელი სილამაზისაა: ბუნება და მაღალი კოშკები რომლებშიც თითქმის უკვე აღარავინ სახლობს . თავს არ მოგაბეზრებთ ინფორმაციით რადგან ამისთვის წიკიპედია არსებობს. მე ერთ ამბავს მოგიყვებით რომელსაც მერწმუნეთ ვერსად წაიკითხავთ, ვერც წიკიპედიაში.
ჩემი ახლობელი ახალგაზრდობაში გატაცებული იყო მოგზაურობით, მთელი საქართველო მოიარა. როდესაც გაიგო რომ ხევსურეთში მივდიოდი დამირეკა და მთხოვა მესტუმრეო, ხოდა მეც ვიცოდი რომ რაღაც საინტერესო მელოდა და უარი არ ვუთხარი და ძალიან კარგიც ვქენი.
  ხევსურეთში დიდი ხნის წინათ იყო თვითონ როგორც მითხრა 1925 წელს, ეს ის დრო იყო როდესაც "კამუნისტები" უკვე სანახევროდ დაუფლებულიყვნენ ჩვენს საქართველოს. Xევსურეთს  იმ დროისთვის უკვე ძალიან ცოტა მკვიდრი თუ ყავდა. იმ სოფელში კი სადაც ჩემი ახლობელი იყო სამი: დეიდა მზექალა, მისი შვილი და შვილის ცოლი. დეიდა მზექალას მამა-აპურ კოშკში დაედო ბინა ხოლო მისი შვილი კოშკს არ კადრულობდა და ამიტომ ბარში უფრო თანამედროვე სახლში ცხოვრობდა, მართალია ტელეფონის და ელექტროენერგიის შუქს რომ ეძახიან იმის გარეშე, მაგრამ მაინც თანამედროვე სახლში.
      ერთხელ როცა ჩემი ახლობელი, სახელით მიმართვა მგონი უფრო ზრდილობიანია ამიტომ მოდი მას დიდი, გასიებულ თავიანი ურჩხული ვუწოდოთ. განა იმიტომ რომ ამ არსებას გავს, არა უბრალოდ ეს სახელი "მესაყვარლება". მოკლედ როცა დიდი, გასიებულ თავიანი ურჩხული მორიგ ლაშქრობაში იყო დაინახა ლოდი, შენიშნა რომ ამ უზარმაზარ ლოდზე რაღაც იყო ამოტვიფრული მაგრამ ხავსით იყო დაფარული. როცა ლოდი მოასუფთავა დაინახა ნაწერი: "1924 წ. ხალხნოი ფრთხილათ თორო კამუნისტები უკვე აქც შამოვიდნენ". ეს ლოდი პირით ხევსურეთისკენ მომავალს უყრებდა. წარმოგიდგენიათ ვიღაც კაცი დაჯდა, ოფლი დაღვარა და ამოტვიფრა ფრთხილად იყავითო. ამ ამბის შემდეგ შეიძლება ქართველმა თქვას რომ არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა?
      როცა ურჩხული, მოდი ეს მისი "კლიჩკა" იყოს, უკან თბილისში დაბრუნდა გადაწყვიტა დეიდა მზექალა ერთი ზამთრით (სწერვულად: რьა ეგოისьტობაა ერთი ზამთრით არьა?. ადამიანურად: (რო იცინის ის სმაილი)) ჩამოეყვანა, რადგან ხევსურეთში ზამთარში ისე ცივა, რომ ვერ იბანავებ და ხახვის სუნი გექნება როგორიც ქართველ პატრიოტ კაცებს ასდით, თბილისში. როცა მას ესტუმრა და უთხრა ჩამოდითო დეიდა მზექალა დაპირდა ამ ზამთარს საქმეები მაქვს და შემდეგ ზამთარს აუცილებლად წამოვალო. თბილისში დაბრუნებულს ურჩხულიკოს აცონბეს დეიდა მზექალამ სული დალიაო.
         დავუბრუნდეთ? ჩვენს ხევსურეთს სადაც ოდესღაც დეიდა მზექალა და მისი შვილი, თან ცოლიანი ცხოვრობდნენ. რა იცი? იქნებ მათი შთამომავლები კიდევ ცხოვრობენ და უხარიათ "დამოუკიდებელ" საქართველოში ცხოვრება, ბედნიერები არიან რომ ყავთ ესეთი კარგი, უფრო სწორად პატიოსანი ოპოზიცია, რომელსაც მყარად აქვს ფესვები ჩვენს საყვარელ რუსეთში და ჩვენი საყვარელი კარლიკების союзში. მიშიკოს, ჩვენი მაგაააარი პრეზიდენტის, მაგაააააარ მანერებზე ხო გიჟდებიან და გიჟდებიან: ცხვირის  ხელით "მოხოცვაზე", კრიზისის დროს ჰალსტუხის ჭამაზე და მის სექსუალურ მიხრა-მოხრაზე. მაგრამ არაუშავს ჩვენ ხევსურეთი გადაგვარჩენს, ხევსურეთი რომელიც მზესავით ლამაზია!

P.S.მართლაც რა ლამზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!  




 


Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Monday, July 19, 2010

ფოტო რომელიც იმსახურებს საკუთარ პოსტს

 შეიძლება ამ "ფოტოს" ესეთი ფუფუნება არ სჭირდება ( თქვენი აზრით) მაგრამ ამ ნაწერიან ფოტოზე გავგიჟდი :)))) ძალიან მაგარიააა ფბ-ზე აღმოვაჩინე. ძალიან "შემიყვარდა" (როგორც დერსკი თბილისელები იტყოდნენ) მოკლედ ძალიან მომეწონა ეს ფოტო. და იმედია ინგლისური იცით და გაიგებთ, ესეთი იუმორი ვისაც ააქვს საღოლ იმას, მე ამას ვერასდროს ვერ მოვიფიქრებდი. კარგი მგონი ჯობია ფოტოზე გaდავიდეთ.
თქვენ წინაშეა ყველაზე ფოტო: 
Je n'ai pas beacoup de joujoux:)