გვ.ები

Wednesday, July 21, 2010

საქართველო და მისი ხევსურეთი

რა ლამაზია საქართველო!: ყველანაირი კურორტი, დასასვენებელი საშუალება, მოკლედ რაც გინდა სულო და გულო. ერთერთი ამ ღ ირშესანიშნაობებიდან არის ხევსურეთი ადგილი რომელიც იმსახურებს ტაშს! (გთხოვთ დაუკრათ ტაში, სადაც არ უნდა იყოთ, რატომაც არ უნდა იყოთ)  ეს ადგილი ენით აუწერელი სილამაზისაა: ბუნება და მაღალი კოშკები რომლებშიც თითქმის უკვე აღარავინ სახლობს . თავს არ მოგაბეზრებთ ინფორმაციით რადგან ამისთვის წიკიპედია არსებობს. მე ერთ ამბავს მოგიყვებით რომელსაც მერწმუნეთ ვერსად წაიკითხავთ, ვერც წიკიპედიაში.
ჩემი ახლობელი ახალგაზრდობაში გატაცებული იყო მოგზაურობით, მთელი საქართველო მოიარა. როდესაც გაიგო რომ ხევსურეთში მივდიოდი დამირეკა და მთხოვა მესტუმრეო, ხოდა მეც ვიცოდი რომ რაღაც საინტერესო მელოდა და უარი არ ვუთხარი და ძალიან კარგიც ვქენი.
  ხევსურეთში დიდი ხნის წინათ იყო თვითონ როგორც მითხრა 1925 წელს, ეს ის დრო იყო როდესაც "კამუნისტები" უკვე სანახევროდ დაუფლებულიყვნენ ჩვენს საქართველოს. Xევსურეთს  იმ დროისთვის უკვე ძალიან ცოტა მკვიდრი თუ ყავდა. იმ სოფელში კი სადაც ჩემი ახლობელი იყო სამი: დეიდა მზექალა, მისი შვილი და შვილის ცოლი. დეიდა მზექალას მამა-აპურ კოშკში დაედო ბინა ხოლო მისი შვილი კოშკს არ კადრულობდა და ამიტომ ბარში უფრო თანამედროვე სახლში ცხოვრობდა, მართალია ტელეფონის და ელექტროენერგიის შუქს რომ ეძახიან იმის გარეშე, მაგრამ მაინც თანამედროვე სახლში.
      ერთხელ როცა ჩემი ახლობელი, სახელით მიმართვა მგონი უფრო ზრდილობიანია ამიტომ მოდი მას დიდი, გასიებულ თავიანი ურჩხული ვუწოდოთ. განა იმიტომ რომ ამ არსებას გავს, არა უბრალოდ ეს სახელი "მესაყვარლება". მოკლედ როცა დიდი, გასიებულ თავიანი ურჩხული მორიგ ლაშქრობაში იყო დაინახა ლოდი, შენიშნა რომ ამ უზარმაზარ ლოდზე რაღაც იყო ამოტვიფრული მაგრამ ხავსით იყო დაფარული. როცა ლოდი მოასუფთავა დაინახა ნაწერი: "1924 წ. ხალხნოი ფრთხილათ თორო კამუნისტები უკვე აქც შამოვიდნენ". ეს ლოდი პირით ხევსურეთისკენ მომავალს უყრებდა. წარმოგიდგენიათ ვიღაც კაცი დაჯდა, ოფლი დაღვარა და ამოტვიფრა ფრთხილად იყავითო. ამ ამბის შემდეგ შეიძლება ქართველმა თქვას რომ არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა?
      როცა ურჩხული, მოდი ეს მისი "კლიჩკა" იყოს, უკან თბილისში დაბრუნდა გადაწყვიტა დეიდა მზექალა ერთი ზამთრით (სწერვულად: რьა ეგოისьტობაა ერთი ზამთრით არьა?. ადამიანურად: (რო იცინის ის სმაილი)) ჩამოეყვანა, რადგან ხევსურეთში ზამთარში ისე ცივა, რომ ვერ იბანავებ და ხახვის სუნი გექნება როგორიც ქართველ პატრიოტ კაცებს ასდით, თბილისში. როცა მას ესტუმრა და უთხრა ჩამოდითო დეიდა მზექალა დაპირდა ამ ზამთარს საქმეები მაქვს და შემდეგ ზამთარს აუცილებლად წამოვალო. თბილისში დაბრუნებულს ურჩხულიკოს აცონბეს დეიდა მზექალამ სული დალიაო.
         დავუბრუნდეთ? ჩვენს ხევსურეთს სადაც ოდესღაც დეიდა მზექალა და მისი შვილი, თან ცოლიანი ცხოვრობდნენ. რა იცი? იქნებ მათი შთამომავლები კიდევ ცხოვრობენ და უხარიათ "დამოუკიდებელ" საქართველოში ცხოვრება, ბედნიერები არიან რომ ყავთ ესეთი კარგი, უფრო სწორად პატიოსანი ოპოზიცია, რომელსაც მყარად აქვს ფესვები ჩვენს საყვარელ რუსეთში და ჩვენი საყვარელი კარლიკების союзში. მიშიკოს, ჩვენი მაგაააარი პრეზიდენტის, მაგაააააარ მანერებზე ხო გიჟდებიან და გიჟდებიან: ცხვირის  ხელით "მოხოცვაზე", კრიზისის დროს ჰალსტუხის ჭამაზე და მის სექსუალურ მიხრა-მოხრაზე. მაგრამ არაუშავს ჩვენ ხევსურეთი გადაგვარჩენს, ხევსურეთი რომელიც მზესავით ლამაზია!

P.S.მართლაც რა ლამზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!  




 


Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Monday, July 19, 2010

ფოტო რომელიც იმსახურებს საკუთარ პოსტს

 შეიძლება ამ "ფოტოს" ესეთი ფუფუნება არ სჭირდება ( თქვენი აზრით) მაგრამ ამ ნაწერიან ფოტოზე გავგიჟდი :)))) ძალიან მაგარიააა ფბ-ზე აღმოვაჩინე. ძალიან "შემიყვარდა" (როგორც დერსკი თბილისელები იტყოდნენ) მოკლედ ძალიან მომეწონა ეს ფოტო. და იმედია ინგლისური იცით და გაიგებთ, ესეთი იუმორი ვისაც ააქვს საღოლ იმას, მე ამას ვერასდროს ვერ მოვიფიქრებდი. კარგი მგონი ჯობია ფოტოზე გaდავიდეთ.
თქვენ წინაშეა ყველაზე ფოტო: 
Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Sunday, July 18, 2010

წაუკითხავი პოსტი (ვინ წაიკითხავს რო?)

საწყალო ბლოგო :))) მარტო მე და Sენ ვართ ერთად :((( მე და შენ ვართ, არავის ვაინტერესებთ, არავინ არი დაინტერესებული ჩვეnი პოსტებით ეს მორიგი პოსტიც წაუკითხავი დარჩება. როგორ გაგაპოპულარო? ოოო ეგ ძნელი საქმე იქნება :))) არადა მე როგორ მომწონხარ. ძალიან ძალიან.
-რატო?
-იმიტო რომ ხარ ლამაზი, საყვარელი და რაც მთავარია ჭკვიანური პოსტებით.
თუ ვინმე ამას წაიკითხავს ესეიგი ეს პოსტი უკვე წაკითხული გახდება და სათაურიც შეეცვლება. თუ ვინმე წაიკითხავს გთხოვთ დაწეროთ კომენტარი "მე წავიკითხე" ან რამე ესეთი იდიოტობა. მაინც ვერ ვხვდები როგორ ხდებიან ამ თავისი ბლოგებით პოპულარული. რამდენ ვიდეოს ვუყურე მაგრამ იქ არაფერი იყო თემაზე "გავხდეთ პოპულარული" (რა ცუდიააა). პოსტ კრიპტუმმა თუ რეპორტაჯი "გავხადოთ ჩვენი ბლოგი ცნობადი" მოამზადებს არ იქნება სხვათაშორის ურიგო. კარგი იდეააა წავალ დავურეკავ წამყვანს (სახელი დამავიწყდა:))))

Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Friday, July 16, 2010

mon nouveau livre: '...and that's when it fell off in my hand.'

 გუშინ უნივერსტეტის ბიბლიოთეკაში ვიყავი, მართალია მე არ ვარ სტუდენტი ამიტომ ჩემი აუტანელი დის დახმარება დამჭირდა. საქმე იმაშია, რომ წიგნი რომელიც მჭირდებოდა სახლში ვერ აღმოვაჩინე და ამიტომ ბიბლიოთეკის დახმარება დამჭირდა, მაგრამ სამწუხაროდ იმ ბიბლიოთეკაშიც არ მოიპოვება ჩემთვის საჭირო (და არა საინტერესო წიგნები) ამიტომ ხელცარიელი ხომ არ დავბრუნდებოდი? ბიბლიოთეკაში რომ მიდიხარ წიგნი ზრდილობისთვის მაინც უნდა წამოიღო. ხოდა მეც მორიგი ამერიკული იდიოტობა ამოვირჩიე რომელიც 16 წლის გოგონაზე ჯორჯია ნიკოლსონზეა ეს წიგნი ის არი ადრე ჩემ გამოსაწერ დასტაში რომ იყო. თურმე წიგნების სერიის მე5 ნაწილია პირველის მიხედვით კი ფილმი "Angus, Thongs, and Perfect Snogging" არის გადაღებული. როგორ მინდა ყველა წავიკითხო მაგრამ მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. 29ში უნდა უკან დავაბრუნო მაგრამ არაუშავს უკვე ნახევარზე მეტია წავიკითხე :))) სახელი არ მითქვამს? '...and that's when it fell in my hand'. ამ ჯორჯიას რაღაც ძალიან სტრანი სიტყვები აქ გამოგონილი, მეც თავიდან რო დავიწყე კითხვა "ეს რა არი? ინგლისური დამავიწყდა თქო?" და მერე წიგნის უკან ვნახე ამ გოგოს გამოგონილი სიტყვები. ძალიან სასაცილოა ისეთი სიტყვები მოუგონია, აი ჩემი საყვარლები:
arvie- საღამო
Blodge-ბიოლოგია
clud- ღრუბელი
duffing up- ცემა (ოღონდ გოგო როცა ცემს)
Ethelred the Unready- იხმარება როგორც გამოთქმა "ღმერთის გულისთვის" .ამ დროს ეს კაცი ინგლისის მეფე ყოფილა და ვიკინგები როცა დაესხნენ ტუალეტში იყო, ამიტომ შეარქვეს მოუმზადებელი.
gorgey-ლამაზი
-a-gogo land- ქვეყანა
nervy spaz- ნერვული სპაზმი 
nippy noodles-  ყინავს
nunga-nungas- რბილად რომ ვთქვათ მკერდი
wet- იდიოტი



                                             ჯორჯია ნიკოლსონის ოფიცილური საიტი

Wednesday, July 14, 2010

მართალია პრემიერა არა, მაგრამ...

დღეს Twilight saga: eclipseზე  ვიყავი კინოთეატრ ამირანის მცირე დარბაზში, თვითონ ფილმი წინა ორს ჯობია მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. დაცვა ყოველ ორ წამში შემოდიოდა და გვამოწმებდა ალბათ ფოტოს ხომ არ ვიღებდით. წინ ვიღაც ცოტა არ იყოს უზრდელი ბავშვები გვეჯდნენ გვერდით კი ორი დედიკო, სხვათა შორის ერთი ძალიან მეცნო, ისეთები იყვნენ ერთ სიტყვას ვიტყოდით და იმ წუთასვე კომენტარს აყოლებდნენ, ნეტა რა მოეწონათ ამხელა ქალებს ამ კინოში. წავიდნენ რამე სერიოზულს უყურონ, მაგრამ მე რა უფლება მაქვს რომ განვსაჯო? როგორც იტყვიან ხოლმე ეს თავისუფალი ქვეყანაა.
თვითონ ფილმი სავსე იყო ბრჭყვიალა ვამპირებითა და ცხელი მაიას ტომისნაირი ბიჭებით, ალბათ მათ სისხლში რაღაც მექსიკურია. ამ ფილმის ნახვის მერე უკეთესად მივხვდი თუ რა არაპროფესიონალები თამაშობენ მაგრამ რა არის იქ სათამაშო? მგონი მარტო მაშინ თამაშობენ როცა კოცნიან, იმედია :)))

Je n'ai pas beacoup de joujoux:)