მოდაზე და ზოგადად ტანსაცმელზე დიდი ხანია რაც შეყვარებული ვარ, მაგრამ სიყვარული და ცოდნა ორი განსხვავებული მცნებაა. მე ალბათ უფრო სიყვარულს მივეკუთნები ვიდრე ცოდნას. მაგრამ ეს პოსტი მარტო ტანსაცმელს არ ეკუთვნის. რატომ? იმიტომ რომ angel.ge ტყუილად კი არ გამოიგონეს. ეს პოსტი თბილისურ მოდას ეხება: მუსიკას, ტანსაცმელს, მეტყველებას, განათლებას, სილამაზეს...
ქუჩაში გავივლი ხოლმე და ყველაფერი მაღიზიანებს გოგოების "როჟებით" დაწყებული ბიჭების ჩახდილი შარვლებით და გინებით დამთავრებული. ხანდახან მგონია, რომ ეს ადამიანი სადღაც მინახავს, მაგრამ ვხვდები რომ ეს მხოლოდ მასის ბრალია რომელსაც ინდივიდუალობა არ აქვს.
კითხვა: სწორად ვიქცევი? (პასუხს პოსტში იპოვით)
აღწერილობა: გრძელი გაშლილი თმა, მაისური რომელსაც ვიღაც დაღვაჯული ადამიანი ახატია ან ზოლებიანია, ტყავის ქურთუკი, ჩაჩაჩული დახეული ჯინსები, რა თქმა უნდა ბენ სიმონები (ან რამე მსგავსი), ყურში გარჭობილი ipod-ი ან დამალული mp3 რომელსაც თავი ipod-ათ მოაქვს. ჯიბეში iphone-ი რომელიც თუ გატეხა დაერხევა. უი სულ დამავიწყდა Paul Smith-ის ჩანტა, Luca Polare-ს ნაყინი და imaginary Starbucks-ი. ამ უკანასკნელზე ხო ყველა აბოდებს მაგრამ ნეტა რამდენს აქვს გასინჯული? ray-ban-ები, მერე რა რომ მზე ღრუბლებშია დამალული? შარფი, შავი ნეკროფილული ლაქი და ე.წ. "rubber BandZ".
ქცევა: ხმამაღლი სიცილი და ლაპარაკი (დაე ყველამ გაიგოს ჩემმა ყოფილმა დაქალმა როგორ წაართვა ჩემ ყოფილ დაქალს ლოვე),
მუსიკა: Justin Bieber ან სხვა რამე ნაგავი
აღწერილობა: მოკლე თმა, პერანგი ან მაისური, ადვილად შესამჩნევი ყელამდე აწეული, კუბოკრული (კლეჩატი) ტრუსი, ჩახდილი ჯინსი, სიგარეტი ხელში, შარფი, ბენ სიმონები ან სხვა კედი.
ქცევა: გინება, ძველ ბიჭობა, ჭორაობა
მუსიკა: რეპი
ბევრი მსმენია, რომ ასეთ ქცევას ბევრი აკრიტიკებს. კომპიუტერთან ლანძღავენ ტიპიურ თბილისელებს, თავის გარდერობში კი მსგავსი ტანსაცმლის გარდა არაფერი უკიდიათ. (ალბათ სხვანაირი ტანსაცმელი ვერ იშოვეს). წარმოიშვება კითხვა: თუ ტ**** არ გაქ იმის რომ განსხვავებული იყო, სხვას რატომ აკრიტიკებ? რომ იძახი ცუდიაო, ესაო ისაო. რამეს აკეთებ ამის გამოსასწორებლად? არა.
კომპიუტერთნ ყველა ძლიერები და "მაგრად გაზმანულები და განსხვავებულები ვართ" მაგრამ რეალობაში ჩვენც ისეთივე მასა ვართ როგორც სხვები.
საიტ angel.geს მასის კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. მაშინ ერთმანეთს რატომ ეჩხუბებით? ეჩხუბეთ უსულო საგანს, რომელზეც თქვენთვითონ- პრეტენზიული აუდიტორია დებთ სიახლეებს მოდის ტენდენციების შესახებ და როდესაც მეორე დღეს თქვენ ნაირად ჩაცმული მთელი თბილისია, გიკვირთ რატომ ხდება ასეო.
ეხლავე აგისნით
საიტს დღეში დაახლოებით 20,000 სტუმარი ყავს, არ მოგესმათ 20,000 და ამ რიცხვიდან ნახევარზე მეტს მოდა აინტერესებს. არ არის გასაკვირი, რომ თქვენს მიერ დადებული ნიუსი წაიკითხონ და "მოდური" ნივთი იყიდონ, (მათ ხომ უნდათ რომ მოდურები იყვნენ). ცდილობენ ისევ თქვენ რჩევებს მიენდონ, რჩევებს რომლებიც რომელიმე უცხორი სატიდან არის გადათარგმნილი.ზოგადად მასის კულტურა...
შედგება ადამიანის ჯგუფისგან რომელმაც ან დაკარგა ინდივიდუალურობა ან ცხვენია თავისი თავის გამოხატვის, რადგან თვლის რომ მას საზოგადოება არ მიიღებს (ქუჩაში გავლისას დააშტერდებიან, დასცინებენ. მეგობრები გააკრიტიკებენ, ეთიკის ფორმებში არ ჩაჯდება და შეიძლება მისმა განსხვავებულობამ გამოიწვიოს დისკრიმინაცია)
მასა ყველა ქვეყანაში არსებობს, ეს ბუნებრივია. მართალია რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ ამ საკითხში არ ვართ მარტონი. შედარებით უფრო განვითარებულ ქალაქებში (პარიზი, მილანი) უფრო დახვეწილი და ლამაზი ტანისამოსი აერთიანებს ხალხს, მაგრამ დაფიქრდით როდის დაიწყო საქართველოში მოდის წინსვლა? რამოდენიმე წლის წინ. ყველაფერს ერთად ხომ ვერ მივიღებთ, და ის პროგრესი რაც დღეს არის უკვე დიდია. ჩვენ მადლობის მაგივრად კი ვწუწუნებთ, ვწუწუნებთ,ვწუწუნებთ.
ტანსაცმელი მხოლოდ მაგალითია, იგივე ხდება მუსიკაზე, ქცევის მანერაზე და ა.შ. მაგრამ ალბათ მიხვდით რატომ დავწერე ტანსაცმელზე
1. აქტირური განხილვის თემაა
2. მეც მაწუხებს
და თუ მაინც გინდათ, რომ ყველა განსხვავებული იყოს მაშინ აი მარტივი გამოსავალი (რომელიც შეუძლებელს გავს)
1. შეწყიტეთ მოდურ ტენდენციებზე წერა, რომ არავინ გაიგოს რა არის მოდაში, ეს გამოიწვევს ქართული მოდის წინსვლის შეჩერებას, გაჩერდება მოდა და დავრჩებით ზოლებიანი მაისურებით და ტყავის ქურთუკებით.
მაგრამ ამ საქციელით ეს "პრობლემა" ნაწილობრივ გადაიჭრება. მასა მაინც მოძებნის რაღაცას საერთოს.
კითხვა2:დაფიქრდით რა ჯობია გაჩერდეს მოდა თუ თქვენ თავს მოუძებნოთ განსხვავებული სტილი?
პასუხი1: ეხლა მივხვდი რომ არა
---------------------------------------------------------------------------P.შ. ეს სტატია არ ცნობს დამნაშავედ angel.geს არამედ აღიარებს მას როგორც მოდის მშველელს სხვა დანარჩენ დიზაინერებთან, მოდურ საიტებთან თუ ჟურნალებთან ერთად.
P.S.S. ეს პოსტი ნაწილობრივ ვრცელდება ჩემზეც.ნაწილობრივ
n'ai pas beacoup de joujoux:)





