გვ.ები

Wednesday, August 4, 2010

ეს პოსტი იქნება ფოტოების პოსტი




როგორც დაგპირდით ფოტო პოსტი (კომენტარებით) 


პოსტი იხსნება მკვლელი პინგვინით :))) რომელსაც თქვენი მოკვლა 412 გზიდან ერთ-ერთით შეუძლია



ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ- შორს რუსეთი!



 ვარ თუ არა ნორმალური? - ვინ არი რო?



როცა სილამაზე გეკითხება: მე ამად ვღირვარ?



ზოგს ეს სხვანაირად ესმის...


ვიღაცას შეუძლია ადამიანი მოკლას



ბავშვები უყურებენ დიდებს:)




ზოგის ოცნება ეიფელია ზოგის კი სიხარული




არ არის ესე?



ფრენა რომ შემეძლოს ღმერთს სხვა რამეს ვთხოვდი:)



მგონი უცხოეთში წასვლა არ გვჭირდება, აღფრთოვანებისთვის!



დღეისთვის ხელები მაქვს დასასვენებელი:)))
P.S.თუ მოგეწონათ გავაგრძელებ :)))) თუ არადა ამას ნამდვილად არ წავშლი:)))












Alors On danse

Alors On danse- მოდი ვიცეკვოთ



ამ სიცხეში რა დროს ცეკვაა? უცეკვოდაც ოფლი წყალივით მოგდის, მაგრამ არა იქიდან არა სადაც რექსონას ბოლო მოდელი გისვია:))) მგონი ნერწყვის მაგივრადაც ოფლი გაქ:))) მაგრამ თუ Gმერთმა კონდიციონერიანი ოჯახი გაჩუქა. იფიქრე ბედნიერი ხარ!
  

ცეკვა- ფეხის თითებით როკვა (ასეა ახსნილი სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში) 


ცეკვა წლის ყველა დროს არის აქტურალური, განსაკუთრებით კი ზაფხულში! (იმედია რეკლამირებად არ ჩამომართმევთ) ცეკვა და ზაფხული ეს ორი განუყრელი მეგობარია, როგორც თიკო სადუნიშვილი იტყოდა სად გაერთობი ისე როგორც "სკაი ლაუნჯში" :))) ნეტა იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა?
მოხუცებულების გარდა ალბათ ყველა ადამიანს ცეკვა ფეხით როკვა არ მიაჩნია! არც მე არ შემიძლია ამ სიტყვის ახსნა. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ცეკვა მხოლოდ ფეხის მოძრაობით გამოიხატება! არა, მართლაც რომ ძნელი დასაჯერებელია! თქვენთვის რა არის ცეკვა? შეიძლება არც კი გიყვართ, მაგრამ ამ სიტყვას რომ იგებთ გონებაში რას წარმოიდგენთ?   ოპტიმისტი ვარ მაგრამ ვინ მიპასუხებს? :D "დზაან მოსა- fuck-ბეზრებელი ვარ?"
- I don't care!!!! (oh blimey-oReily)



Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Wednesday, July 21, 2010

საქართველო და მისი ხევსურეთი

რა ლამაზია საქართველო!: ყველანაირი კურორტი, დასასვენებელი საშუალება, მოკლედ რაც გინდა სულო და გულო. ერთერთი ამ ღ ირშესანიშნაობებიდან არის ხევსურეთი ადგილი რომელიც იმსახურებს ტაშს! (გთხოვთ დაუკრათ ტაში, სადაც არ უნდა იყოთ, რატომაც არ უნდა იყოთ)  ეს ადგილი ენით აუწერელი სილამაზისაა: ბუნება და მაღალი კოშკები რომლებშიც თითქმის უკვე აღარავინ სახლობს . თავს არ მოგაბეზრებთ ინფორმაციით რადგან ამისთვის წიკიპედია არსებობს. მე ერთ ამბავს მოგიყვებით რომელსაც მერწმუნეთ ვერსად წაიკითხავთ, ვერც წიკიპედიაში.
ჩემი ახლობელი ახალგაზრდობაში გატაცებული იყო მოგზაურობით, მთელი საქართველო მოიარა. როდესაც გაიგო რომ ხევსურეთში მივდიოდი დამირეკა და მთხოვა მესტუმრეო, ხოდა მეც ვიცოდი რომ რაღაც საინტერესო მელოდა და უარი არ ვუთხარი და ძალიან კარგიც ვქენი.
  ხევსურეთში დიდი ხნის წინათ იყო თვითონ როგორც მითხრა 1925 წელს, ეს ის დრო იყო როდესაც "კამუნისტები" უკვე სანახევროდ დაუფლებულიყვნენ ჩვენს საქართველოს. Xევსურეთს  იმ დროისთვის უკვე ძალიან ცოტა მკვიდრი თუ ყავდა. იმ სოფელში კი სადაც ჩემი ახლობელი იყო სამი: დეიდა მზექალა, მისი შვილი და შვილის ცოლი. დეიდა მზექალას მამა-აპურ კოშკში დაედო ბინა ხოლო მისი შვილი კოშკს არ კადრულობდა და ამიტომ ბარში უფრო თანამედროვე სახლში ცხოვრობდა, მართალია ტელეფონის და ელექტროენერგიის შუქს რომ ეძახიან იმის გარეშე, მაგრამ მაინც თანამედროვე სახლში.
      ერთხელ როცა ჩემი ახლობელი, სახელით მიმართვა მგონი უფრო ზრდილობიანია ამიტომ მოდი მას დიდი, გასიებულ თავიანი ურჩხული ვუწოდოთ. განა იმიტომ რომ ამ არსებას გავს, არა უბრალოდ ეს სახელი "მესაყვარლება". მოკლედ როცა დიდი, გასიებულ თავიანი ურჩხული მორიგ ლაშქრობაში იყო დაინახა ლოდი, შენიშნა რომ ამ უზარმაზარ ლოდზე რაღაც იყო ამოტვიფრული მაგრამ ხავსით იყო დაფარული. როცა ლოდი მოასუფთავა დაინახა ნაწერი: "1924 წ. ხალხნოი ფრთხილათ თორო კამუნისტები უკვე აქც შამოვიდნენ". ეს ლოდი პირით ხევსურეთისკენ მომავალს უყრებდა. წარმოგიდგენიათ ვიღაც კაცი დაჯდა, ოფლი დაღვარა და ამოტვიფრა ფრთხილად იყავითო. ამ ამბის შემდეგ შეიძლება ქართველმა თქვას რომ არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა?
      როცა ურჩხული, მოდი ეს მისი "კლიჩკა" იყოს, უკან თბილისში დაბრუნდა გადაწყვიტა დეიდა მზექალა ერთი ზამთრით (სწერვულად: რьა ეგოისьტობაა ერთი ზამთრით არьა?. ადამიანურად: (რო იცინის ის სმაილი)) ჩამოეყვანა, რადგან ხევსურეთში ზამთარში ისე ცივა, რომ ვერ იბანავებ და ხახვის სუნი გექნება როგორიც ქართველ პატრიოტ კაცებს ასდით, თბილისში. როცა მას ესტუმრა და უთხრა ჩამოდითო დეიდა მზექალა დაპირდა ამ ზამთარს საქმეები მაქვს და შემდეგ ზამთარს აუცილებლად წამოვალო. თბილისში დაბრუნებულს ურჩხულიკოს აცონბეს დეიდა მზექალამ სული დალიაო.
         დავუბრუნდეთ? ჩვენს ხევსურეთს სადაც ოდესღაც დეიდა მზექალა და მისი შვილი, თან ცოლიანი ცხოვრობდნენ. რა იცი? იქნებ მათი შთამომავლები კიდევ ცხოვრობენ და უხარიათ "დამოუკიდებელ" საქართველოში ცხოვრება, ბედნიერები არიან რომ ყავთ ესეთი კარგი, უფრო სწორად პატიოსანი ოპოზიცია, რომელსაც მყარად აქვს ფესვები ჩვენს საყვარელ რუსეთში და ჩვენი საყვარელი კარლიკების союзში. მიშიკოს, ჩვენი მაგაააარი პრეზიდენტის, მაგაააააარ მანერებზე ხო გიჟდებიან და გიჟდებიან: ცხვირის  ხელით "მოხოცვაზე", კრიზისის დროს ჰალსტუხის ჭამაზე და მის სექსუალურ მიხრა-მოხრაზე. მაგრამ არაუშავს ჩვენ ხევსურეთი გადაგვარჩენს, ხევსურეთი რომელიც მზესავით ლამაზია!

P.S.მართლაც რა ლამზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!  




 


Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Monday, July 19, 2010

ფოტო რომელიც იმსახურებს საკუთარ პოსტს

 შეიძლება ამ "ფოტოს" ესეთი ფუფუნება არ სჭირდება ( თქვენი აზრით) მაგრამ ამ ნაწერიან ფოტოზე გავგიჟდი :)))) ძალიან მაგარიააა ფბ-ზე აღმოვაჩინე. ძალიან "შემიყვარდა" (როგორც დერსკი თბილისელები იტყოდნენ) მოკლედ ძალიან მომეწონა ეს ფოტო. და იმედია ინგლისური იცით და გაიგებთ, ესეთი იუმორი ვისაც ააქვს საღოლ იმას, მე ამას ვერასდროს ვერ მოვიფიქრებდი. კარგი მგონი ჯობია ფოტოზე გaდავიდეთ.
თქვენ წინაშეა ყველაზე ფოტო: 
Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Sunday, July 18, 2010

წაუკითხავი პოსტი (ვინ წაიკითხავს რო?)

საწყალო ბლოგო :))) მარტო მე და Sენ ვართ ერთად :((( მე და შენ ვართ, არავის ვაინტერესებთ, არავინ არი დაინტერესებული ჩვეnი პოსტებით ეს მორიგი პოსტიც წაუკითხავი დარჩება. როგორ გაგაპოპულარო? ოოო ეგ ძნელი საქმე იქნება :))) არადა მე როგორ მომწონხარ. ძალიან ძალიან.
-რატო?
-იმიტო რომ ხარ ლამაზი, საყვარელი და რაც მთავარია ჭკვიანური პოსტებით.
თუ ვინმე ამას წაიკითხავს ესეიგი ეს პოსტი უკვე წაკითხული გახდება და სათაურიც შეეცვლება. თუ ვინმე წაიკითხავს გთხოვთ დაწეროთ კომენტარი "მე წავიკითხე" ან რამე ესეთი იდიოტობა. მაინც ვერ ვხვდები როგორ ხდებიან ამ თავისი ბლოგებით პოპულარული. რამდენ ვიდეოს ვუყურე მაგრამ იქ არაფერი იყო თემაზე "გავხდეთ პოპულარული" (რა ცუდიააა). პოსტ კრიპტუმმა თუ რეპორტაჯი "გავხადოთ ჩვენი ბლოგი ცნობადი" მოამზადებს არ იქნება სხვათაშორის ურიგო. კარგი იდეააა წავალ დავურეკავ წამყვანს (სახელი დამავიწყდა:))))

Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Friday, July 16, 2010

mon nouveau livre: '...and that's when it fell off in my hand.'

 გუშინ უნივერსტეტის ბიბლიოთეკაში ვიყავი, მართალია მე არ ვარ სტუდენტი ამიტომ ჩემი აუტანელი დის დახმარება დამჭირდა. საქმე იმაშია, რომ წიგნი რომელიც მჭირდებოდა სახლში ვერ აღმოვაჩინე და ამიტომ ბიბლიოთეკის დახმარება დამჭირდა, მაგრამ სამწუხაროდ იმ ბიბლიოთეკაშიც არ მოიპოვება ჩემთვის საჭირო (და არა საინტერესო წიგნები) ამიტომ ხელცარიელი ხომ არ დავბრუნდებოდი? ბიბლიოთეკაში რომ მიდიხარ წიგნი ზრდილობისთვის მაინც უნდა წამოიღო. ხოდა მეც მორიგი ამერიკული იდიოტობა ამოვირჩიე რომელიც 16 წლის გოგონაზე ჯორჯია ნიკოლსონზეა ეს წიგნი ის არი ადრე ჩემ გამოსაწერ დასტაში რომ იყო. თურმე წიგნების სერიის მე5 ნაწილია პირველის მიხედვით კი ფილმი "Angus, Thongs, and Perfect Snogging" არის გადაღებული. როგორ მინდა ყველა წავიკითხო მაგრამ მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. 29ში უნდა უკან დავაბრუნო მაგრამ არაუშავს უკვე ნახევარზე მეტია წავიკითხე :))) სახელი არ მითქვამს? '...and that's when it fell in my hand'. ამ ჯორჯიას რაღაც ძალიან სტრანი სიტყვები აქ გამოგონილი, მეც თავიდან რო დავიწყე კითხვა "ეს რა არი? ინგლისური დამავიწყდა თქო?" და მერე წიგნის უკან ვნახე ამ გოგოს გამოგონილი სიტყვები. ძალიან სასაცილოა ისეთი სიტყვები მოუგონია, აი ჩემი საყვარლები:
arvie- საღამო
Blodge-ბიოლოგია
clud- ღრუბელი
duffing up- ცემა (ოღონდ გოგო როცა ცემს)
Ethelred the Unready- იხმარება როგორც გამოთქმა "ღმერთის გულისთვის" .ამ დროს ეს კაცი ინგლისის მეფე ყოფილა და ვიკინგები როცა დაესხნენ ტუალეტში იყო, ამიტომ შეარქვეს მოუმზადებელი.
gorgey-ლამაზი
-a-gogo land- ქვეყანა
nervy spaz- ნერვული სპაზმი 
nippy noodles-  ყინავს
nunga-nungas- რბილად რომ ვთქვათ მკერდი
wet- იდიოტი



                                             ჯორჯია ნიკოლსონის ოფიცილური საიტი

Wednesday, July 14, 2010

მართალია პრემიერა არა, მაგრამ...

დღეს Twilight saga: eclipseზე  ვიყავი კინოთეატრ ამირანის მცირე დარბაზში, თვითონ ფილმი წინა ორს ჯობია მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. დაცვა ყოველ ორ წამში შემოდიოდა და გვამოწმებდა ალბათ ფოტოს ხომ არ ვიღებდით. წინ ვიღაც ცოტა არ იყოს უზრდელი ბავშვები გვეჯდნენ გვერდით კი ორი დედიკო, სხვათა შორის ერთი ძალიან მეცნო, ისეთები იყვნენ ერთ სიტყვას ვიტყოდით და იმ წუთასვე კომენტარს აყოლებდნენ, ნეტა რა მოეწონათ ამხელა ქალებს ამ კინოში. წავიდნენ რამე სერიოზულს უყურონ, მაგრამ მე რა უფლება მაქვს რომ განვსაჯო? როგორც იტყვიან ხოლმე ეს თავისუფალი ქვეყანაა.
თვითონ ფილმი სავსე იყო ბრჭყვიალა ვამპირებითა და ცხელი მაიას ტომისნაირი ბიჭებით, ალბათ მათ სისხლში რაღაც მექსიკურია. ამ ფილმის ნახვის მერე უკეთესად მივხვდი თუ რა არაპროფესიონალები თამაშობენ მაგრამ რა არის იქ სათამაშო? მგონი მარტო მაშინ თამაშობენ როცა კოცნიან, იმედია :)))

Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Monday, June 21, 2010

ჰერი ჰერი წყნეთში!!!!

აბა! დაიწყო ზაფხული! მერე მე თბილისში რა მინდა? არც არააფერი!!!!!!!!!!! მივდივარ მივდივარ!!!! ჯანდაბას მაგრამ წყნეთში იმედია უახლოეს მომავალაში უკეთესი შემოთავაზება იქნება მაგრამ ჯერჯერობით ამით დავკმაყოფილდეთ(((((( ვეგარ მოგწერ დებილო ბლოგო!!!!!!! იცი როგორ მომენატრებით შენ და კომპიუტერი??? ძალიან ძალიან. მაგრამ ჩემ დანგრეულ მყუდრო მწვანე სახლს დიდი ეზოთი და ჩემი ბებერი ცაცხვით არაფერი ჯობია! (გარდა ნაყინისა იმავე ეზოში) როგორ მიყვარს საღამოობით "სემიჩკის" კრაწუნ-კრაწუნი, მარილით. მაგრამ წელს ძალიან მკაცრი განრიგი მაქ:
1.დილით 8:30 ვარჯიში, სირბილი (სამწუხაროდ დედა უარზეა ვიყიდო ახალი ბოტასები)
2. კარგი ჭამა
3. ადრე ძილი
4. გართობა)))
მგონი სულ ეს არი.
აი რამდენიმე სამახსოვრო ფოტო დიდად მინდოდა რო დამედო მარა ეს blogger-ი დებილია რა!


Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Saturday, June 19, 2010

Malachy-ს რაღაც!





მიშველეთ!!!!!!! ფოტოაპარატის რომელიც არ მაქვს სიყვარული მკვლავს!!!!!!!!!!! მინდა მინდა მინდა მინდა 
))) პროფესიონალური ქენონი ძალიან მაგარია!!!! მთელი დღე კომპიუტერს ვუყურებ და ვტკბები სიყვარულით ქენონისა, მაგრამ ნეტა მაგდენი ფული სად მაქ რო ვისიამოვნო და ვიყიდო((( მგონია რომ თუ ოდესმე სიკვდილის წინ მაინც მექნება ჩემს ოცნებას გადავიღო კარგი სურათი განვახორცელებ. ჩემს მეგობარს ააქ და იცი რა? არც უხარია! ეგეთი რაღაცეები ხო მილიონობით ააქ, კომპიუტერები, ფოტოაპარატები და ასე შემდეგ! და ის კი არა რო გაუხარდება არა ადგება და იტყვის "მადლობთო" მეტს კი არაფერს ა და კიდე მიაგდებს)) ამ ტაქტიკის არ მესმს არაფერი((( როგორ მინდა მესომდესსსს არადა)))))))))) მინდა დიდი მძიმე საყვარელი დიდ ტრაკიანი ფოტოპარატი, რომელიც მხოლოდ მე მემსახურება! 

Je n'ai pas beacoup de joujoux:)

ჩემი ყირგიზული სიის ბოლო და ახლის დასაბამი!

ბოლოს და ბოლოს ჩემს ყირგიზულ სიას ბოლო მოეღო! GილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავGილოცავ!!!!!!!!!!! მაგრამ გინდა გაგახარო? ახალს დაედო დასაბამი((( ოღონდ ეს ახალი ინგლისურია შედარებით უფრო გრძელი და უფრო მოსაბეზრებელი! სკოლა და გამოცდების ციებ ცხელება საბოლოოდ დამთავრდა და ამიტომ ჩვენმა როგორც "განვითარებულმა" სკოლამ რომელიც ელს უწყობს ბავშვებს განვითარებაში დაგვირიგა ლამაზი და გრძელი ინგლისური სია, და იცით რა მიაწერა? ყველა წაიკითხეთო. წარმოგიდგენიათ? აბუჩად გვიგდებენ თუ სკოლა არ გვეყო? ეტყობა არ გვეყო))) არა ნამდვილად არ გვეყო)))
ამ ზაფხულის დევიზია: კითხვა, კითხვა და კითხვა კიტხვა მოწყურებულ ბავშვებს!
Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Monday, May 24, 2010

"ვიღაცო მანია"

რატომ უნდა ჭირდეს ყველას "ვიღაცო მანია" რატომ უნდა იყოს ვიღაც "სელებრითი" განდიდებული? რომელიმე ჩვენზე მეტია? არ უნდა გვჭირდეს რომ თვალს ვერ ვაშორებდეთ, ვბაძავდეთ, ვცხოვროდბეთ როგორც ის, ვლაპარაკობდეთ და მრავალი სისუსლელე. ამას ჩემ თავსაც ვეუბნები, იმიტო რო მეც მჭირს ეს კოშმარი . რატომ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი თავის, და მერე ამ განდიდების მანიის მერე აღიარება რომ ეს ჩვენ გვჭირდა? არ მესმის ეს რაღა ახალი ახირებაა?????? 
Je n'ai pas beacoup de joujoux:)

იდიოტობა იდიოტობად დარჩება

იდიოტობა რომელიც არსებობს და უსასრულოა ყველაზე ბევრია ამ მსოფლიოში რატო? რავი აბა ყველა ხო იდიოტები ვართ. გაგვიხარდება რაღაც იდიოტობა ჩვენთვითონაც რო არ ვიცით რატო გვეცინება. ვიტირებთ და მივხვდებით რო სატირალი არ იყო. შეგვიყარდება და მივხვდებით რო იდიოტობაა. ფოტოს გადავიღებთ და მივვხვდებით რო იდიოტური ფოტოა, წავიკითხავთ წიგნს შეგვიყვარდება და მერე მივხვდებით რო ეგრე რეალურ ცხოვრებაში არ ხდება და გამოდის რომ ეგეც იდიოტობაა. ვისწავლით მარა რად გინდა სწავლა? ყველას ერთი დასასრული აქ. შეიძენ "მეგობრებს" მარა მერე მიხვდები ვინც არიან იდიოტები არიან. გექნება მიზანი მარა მიხვდები რო ეგეც იდიოტობაა. იცხოვრებ მარა მიხვდები რო ეს ცხოვრება და შენ ერთად იდიოტობა ხართ!!!!
Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Sunday, May 23, 2010

ჩემი ყირგიზული სია)))

ვიცი, რომ არავინ შემოდის ამ ბლოგზე))) ამიტომ თავისუფლად ვწერ, არ მჭირდება ვინმეს რამე დავუმალო, ან რამე ბოლომდე არ ვთქვა. რამდენი წგნი წაგიკითხავთ?????? (მე არც თუ ისე ბევრი) ხოდა ჩემმა შემწყალებელმა მასწავლებელემა 20 ავტორი ჩამომაწერინა რომლის წიგნებიც აუცილებლად უნდა წავიკითხო. თან რუსულად!!!!! წარმოგიდგენიათ რუსულს როგორ ვისწავლი???? არამგონია ყველა წიგნი მომეწონოს ანუ არა მგონია ყველა რომანტიულ ჟანრში იყოს დაწერილი. მაგრამ რა ვქნათ მასწავლებელი გეტყვის უნდა გააკეთო. და ყველაზე სასაცილო ის არის, რომ წიგნებ რომლებიც უნდა წავიკითხო ჩემხელას სიზმარშიც კი არ დაესიზმრება)))) ვირაც ყირგიზელი მწერლების))) და უმეტეს შემთხვევაში რუსების((( არადა მე რასისტი ვარ))) არ მიყვარს არაფერი რუსული))) გარდა ნატაშასი (ომი და მშვიდობა))))))Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Thursday, May 20, 2010

ლუკლეტი.com

თითქმის ყველა გოგომ იცის ეს საიტი. და რადგანაც მე იმ საიტზე ახალი ვარ და "ნავიჩოკი" მინდა რეკლამა გავუკეთო ჩემს შემოქმედებას))) იმედია ამის გამო შტრაფს 500 ლარს არ გადამახდევინებენ.
მგონი ნორმალურია? მგონი. არა მაინც გადაჭარბება მიყვარს))) ძალიან ბევრი აქსესუარი))). ამიტომაც იმედია (და აუცილებლად) არ გაგიკვირდებათ, რომ ძალიან მიყვარს ჯონ გალიანო (John Galliano). ზუსტად და მკაფიოდ გამოხატავს აზრს და უამრავი აქსესუარი აქვს, ყველაზე მეტად ამ წლის (2010)  შემოდგომის კოლექცია მომწონს, კავაკასიელ გოგოებზე))))
იმედია ძალიან კრიტიკულად არ შემაფასებთ ჯერ პატარა ვარ)))




Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Wednesday, May 19, 2010

happy B-day

Today it's my friends birthday, she had party at her place  (in mansion)))) It was awseome;))
Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Tuesday, May 18, 2010

Donuts ანუ თბილისური ოცნება

დონატები!!!!! ოფიციალურად უგემრიელესი საჭმელი))) თბილიში კი არი დონატ დასტოპდი ))) მარა უცხოურ დონატებს ვერ შეედრება))) ვერავინ ვერ მოიფიქრა კაი დონატების გაკეთება))) (ჩემ გარდა) როგორ მინდა ეხა გემრიელი, ტკბილი დონატი)))) შენ გიჭამია? თუ არა გეტყვი ყველაზე გემრიელია ამ სამყაროს არსებებში))) დონატები დონატები ))) სიმღერებიც არი დაწერილი "მათ" საპატივცემულოდ))) თან მშიერ მუცელზე))) მილიარდი დონატი))) ცუდია თბილიში ეგეთი პოპულარული რო არ არი))) დონატები დონატები გვინდა!!!!!
P.S. თან ძალიან!!!!Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Bon apetit



მოკლედ დიდი ამბავია ატეხილი))) "ბავშვების სიყვარულობანა" ყოველშემთხვევაში ზოგი ესე ეძახის))) სახელებს არ დავასახელებ))). დიდი ხანია არ შემოვსულვარ)) ცუდია))) მარა რა ვქნათ დრო არ მაქ ალბათ))) ძალიან ცოტა ფანი მყავს))) "ფოლოვერი" ეტყობა არ მოსწონთ მარა მე ძალიან მომწონხარ ბლოგო))))  მააგრამ მე ვფიქრობ, რომ ადრე არაა))) არასდროს))) ად თუ მართლა გიყვარს მაგას ვერ იტყვი)) ზოგი კიდე მაგასაც ვერ ხვდება)) ნეტა იმ ზოგის ადგილას ვიყო))) ზოგს ვაფშე არ შეყვარებია ალბათ რა ბედნიერია სამწუხაროდ ეგ სიხარული მე არ მღირსებია))) რა ცუდია))) მაგრამ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ))) შენთვის რო არანაირი ვხვდები)))).

Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Wednesday, April 14, 2010

STARZY arrived!!!!!!!!!!!!!!!!

my Friend who lives in UK, now for 3 weeks is ni Tbilisi. I'm so happy:))))))) When I first saw her I was shocked she is much taller, and much prettier than she was:)))
love you Starzy:)  მე ასე მიყვარხარ
Je n'ai pas beacoup de joujoux:)

Tuesday, April 13, 2010

photos


When I viewed this photos. I could not breath :(((

  didn't you love It?
Je n'ai pas beacoup de joujoux:)